სეტყვა სოფელ აწურში საღამოს 6-ის ნახევარზე დაიწყო. სტიქიამ 20 წუთის განმავლობაში ვაზი, ხეხილი და ბოსტნეული გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, მოსავლის გარდა, აწყურში დაზიანებულია სახლების ძველი სახურავებიც.
სტიქიამ სოფელი წელს უკვე მესამედ აზარალა. აწყურთან ერთად, 3 ოქტომბერს დაისეტყვა წინუბანი, გურკელი, ელიაწმინდა, სვირი, ბოგა და ტატანისი.
ახალციხის გამგეობაში ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნა. კომისიის წევრებმა დასეტყვილი სოფლები მონახულეს. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის განმარტებით, სოფლებში, წინასწარი გათვლებით, დაზიანებულია მოსავლის 30 %. ნოდარ ტალახაძის თქმით, სტიქიამ უმნიშვნელო ზიანი გამომიწვია ინფრასტრუქტურის კუთხით.
მათ, ვისაც სტიქიამ სახლის სახურავი დაუზიანა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კრამიტით დაეხმარება. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო კუთხით მიღებულ ზიანს, გამგეობაში განმარტავენ, რომ ზარალი იმ ფერმერებს აუნაზღაურდებათ, რომელთაც ნაკვეთები დაზღვეული ჰქონდათ.