სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს.
შსს-ს ინფორმაციით აღნიშნული პოსტი დღეს, 3 ოქტომბერს გიორგი ნასყიდაშვილმა დაიკავა, რომელმაც დავით მაღრაძე შეცვალა.
რაც შეეხება დავით მაღრაძეს, საპატრულო პოლიციის უფროსის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც შსს-ში საკადრო ცვლილებების შედეგად, ყოფილი უფროსი ზაალ ფუტკარაძე სამუშაოდ ქუთაისში გადავიდა.
You must be logged in to post a comment.