ახალციხის საჯარო სკოლების მასწავლებლები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრირდებიან. მეექსვე სკოლაში ამბობენ, რომ სერტიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა ამ კუთხით მათი კვალიფიკაციის ამაღლებდა და პროფესიული ზრდა მოხდეს.
კანონის თანახმად გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პრაქტიკოს მასწავლებელს, ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარიხსის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ხარისხი და მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე პედაგოგობის უფლება აქვს. ისინი გამოცდას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში ჩააბარებენ.
რეგისტრაცია ელექტრონულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ–გვერდზე ხორციელდება. პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დარეგისტრირება უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები კი 50 ლარს გადაიხდიან.
რეგისტრაცია 30 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამოცდებს კი აპლიკანტები იანვარის თვეში ჩააბარებენ.