”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

იაშვილის კლინიკის ექიმები ახალციხეში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

saaavadmyofo4 ოქტომბერს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ. რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს თბილისიდან მოწვეული პედიატრების გუნდი გასინჯავს, ალერგოლოგის, ტრავმატოლოგ-ორთოპედის, კარდიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგ-ნეფროლოგის, ქირურგის, ნევროლოგისა და ოტორინოლარინგოლოგის შემადგენლობით.

კონსულტაციები 11:00 დან – 18:00 – მდე გაგრძელდება, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მსგავსი სახის აქციას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე