”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალერიან გრძელიშვილი: “დარწმუნებული ვარ, რომ ცეცხლი შალვა აბულაძემ გაგვიხსნა”

ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა-ტარებაში  ბრალდებულის სასამართლო სხდომა ისევ თბილისის ეპიზოდით გაგრძელდა.  ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესს თავად ბრალდებული პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. დაცვის მხარის განმარტებით, შალვა აბულაძეს მგზავრობის დროს საკვებს არ აძლევენ, არ აქვს იურიდიული ლიტერატურის გამოყენების უფლება.  ადვოკატის თქმით, ბრალდებული სხდომას სწორედ ამიტომ  არ დაესწრო.

პროცესზე  ათი მოწმე  მათ შორის ექსპერტები და თბილისში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის დედა დაიკითხნენ.

სხდომაზე 4 აპრილის ღამე და  პოლიციელებზე თავდასხმა დეტალურად გაიხსენა,  ბექა მარგიშვილის მეწყვილე  ვალერიან გრძელიშვილმა, რომელიც  შემთხვევის დროს დაიჭრა. მისი თქმით, ცეცხლი სწორედ შალვა აბულაძემ გახსნა და ამაში 100 პროცენტით არის დარწმუნებული, თუმცა ვალერიან გრძელიშვილის  მიცემულ ჩვენებაში დაცვის მხარეს ეჭვი ეპარება. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კითხვები ექსპერტების ჩვენებებშიც არსებობს, რაზეც  დეტალურად დასკვნით სიტყვაში ისაუბრებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე