”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სასამართლომ „ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სასტუმრო „ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნინო ბერიძე სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.  დაცვის მხარე მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

პროცესზე იმყოფებოდა „ჯინო ველნესის“ დირექტორი თეონა ჩიკოლაშვილი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

რაც შეეხება სასტუმროს ყოფილ ბუღალტერს თამარ შაორშაძეს, რომელსაც ნინო ბერიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით დააკისრა

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე