”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რა უნდა გაკეთდეს მშვიდობის მშენებლობისთვის? – მრგვალი მაგიდა ახალციხეში

„ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ – თემაზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებს თბილისიდან მოწვეული ექსპერტები ესაუბრნენ. მათ ერთობლივად იმსჯელე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართველი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება და მათი გააქტიურება მოხდეს.

აღნიშნულ თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სადაც ექსპერტები ახალგაზრდებს შეხვდნენ და მშვიდობის მშენებლობაზე მათი მოსაზრებები მოისმინეს.

შეხვედრები  პროექტის „სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა,  რომელიც საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარე“-ს, „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონული ქსელი“-ს, სომხური ორგანიზაცია „სიუნიკისა“ და აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

პროექტი ახალციხეში 2015 დაიწყო და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ადილობრივებთან მომდევნო შეხვედრა მომავალ წელს გაიმართება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე