”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„შშმ პირების უფლებების დაცვა“ – დისკუსია ახალციხეში

„შშმ პირების უფლებების დაცვა“ – ამ სახელწოდებით სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტისა“ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ახალციხეში დისკუსია მოიწყო. შეხვედრაზე „ტოლერანტმა“ მოწვეულ სტუმრებს ორგანიზაციის მუშაობის ანგარიშიც წარუდგინა. ცირა მესხიშვილის თქმით, ღონისძიების მთავარ მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ, ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ „ტოლერანტმა“ იმ კვლევის შედეგებიც წარუდგინა, რომელიც ახალციხეში შშმ პირებისათვის არსებული ხელმისაწვდომი გარემოს მდგომარეობის შესახებ ჩატარდა. აღნიშნულის თაობაზე მოეწყო სოციალური კლიპის ჩვენებაც.

ღონისძიება პროექტის „ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ ერთად“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით 2015 წლის 1 თებერვლიდან ხორციელდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე