”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს-მ დაბა წაღვერში მომხდარი ქურდობა გახსნა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  დაბა წაღვერში მომხდარი ქურდობა გახსნეს. დაკავებულია 1965 წელს დაბადებული პიროვნება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წაღვერში, მოქალაქის კუთვნილი აგარაკიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარა. აგარაკის მეპატრონისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 5 362 ლარს შეადგენს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩრეკისას, ნაქურდალი ნივთები ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე