”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სიმონ პარუნაშვილმა განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა

simon parunashviliადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სიმუნ პარუნაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით დღეს, 29 სექტემბერს მიმართა. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვალდებულია მას პასუხი ათი სამუშაო დღის განმავლობაში გასცეს.

ანალოგიური მოთხოვნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უკვე მიმართა გამგებლის ყოფილმა მოადგილემ.  რატი ტატალაშვილმა აღნიშნულის შესახებ განცხადება გამგეობაში 28 სექტემბერს შეიტანა.  განაცდურის ანაზღაურებას რამდენიმე დღეში ოფიციალურად მოითხოვს საფინანსო სამსახურის უფროსი ჯემალ იაკობაძეც.

როგორც სიმონ პარუნაშვილი “მეცხრე არხთან” აცხადებს, იძულებით განაცდურის მოთხოვნის გარდა, გადაწყვეტილი აქვს ზიანის ანაზღაურებაზე სახელმწიფოსთან იდავოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყოფილი გამგებელი სასამართლოში სარჩელს ახლო მომავალში შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გულგრილობაში ედებოდათ. ისინი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით დააკისრა.

მიმდინარე წლის 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სიმონ პარუნაშვილი, რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობიძე გაამართლა. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი ბრალდების მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მართლმსაჯულების უმაღლესმა ორგანომ  საქმე  წარმოებაში  არ მიიღო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე