”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში უკანონო თევზჭერისა და ხე–ტყის მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

12087714_1331203330227415_6080361517832610065_oგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთში მდინარე ქვაბლიანიში ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ფაქტი გამოავლინეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი აქტი. ჩამორთმეული იქნა სამართალდარღვევის იარაღი.

სამმართველოს თანამშრომლებმა კახარეთშივე აღმოაჩინეს უკანონოდ მოჭრილი მურყნის სახეობის ხე-ტყე.

ასევე, უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს მიაკვლიეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ თორში ტყის ბუდეში.

ფაქტებთან დაკავშირებით, შედგენილია შსაბამისი აქტი.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 29/09/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე