ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები, ეკონომიკური ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი რეფორმები – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს, 28 სექტემბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის მიზანი რეგიონებში ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. სემინარის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წატრმომადგენლებმა მიაწოდეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფერმერები და ადგილობრივი მედია.