”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დილიჟანში საქართველო–სომხეთის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. საზღვრისპირა რეგიონებში ახალი პროეტის განსახორცილებელად  ავტორებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება, სომხეთის ქალაქ დილიჟანში მოხდა. პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ახალციხის  საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილია.

პროექტები მიზნად, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ისახავს. მის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთსა და შირაქში სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელება იგეგმება. მოხდება განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესება და ინოვაციური საზღვრისპირა ტურისტული მარშრუტების განვითარება.

სომხეთის ქალაქ დილიჟანში პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენის ცერემონიას საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლების პირველი პირები ასევე, ქართული და სომხური მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ერთობლივი საზღვრისპირა პროექტის განსახორცილებლად, საქართველო-სომხეთის განაცხადების კონკურსზე 40 პროექტი იყო წარდგენილი. მათგან ორი მეზობელი ქვეყნიდან რვა გამარჯვებული გამოვლინდა, რომელსაც ევროკავშირი მილიონ 35 ათას ევროთი დააფინანსებს. საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის პროექტი პირველია, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა  და გამარჯვებულებიც გამოავლინა. პროექტების განხორციელება ოქტომბრის თვიდან დაიწყება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე