ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში გლეხები ამიერიდან ირიგაციას ახალი ტექნოლგიით შეძლებენ. ფერმერები საკუთარ ნაკვეთებს წვეთოვანი სისტემით მორწყავენ.
დილისკაში გახსნის ცერემონიას იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალქალაქის მკვიდრთათვის აღნიშნული მოწყობილობის დანერგვა მნიშვნელოვანია. წვეთოვანი სისტემის მეშვეობით წყლის მარაგი დაიზოგება და მოსავლიანობა გაიზრდება.
პროექტი საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.