გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატმენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენში მოქალაქის ავტომობილის ძარზე განთავსებული უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინეს.
10 ცალ სამი მეტრი სიგრძის მრგვალ მორს მიაკვლიეს ბორჯომში, ტყის ბუდეში. ასევე, ბორჯომის ტყეში აღმოჩნდა უკანონო სახერხი საამქრო, სადაც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.
სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული სახერხის დემონტაჟი მოახდინეს და საფინანსო სააგენტოში გადაიტანეს.
ფაქტებთან დაკავშირებით, შედგენილია შესაბამის აქტები.
You must be logged in to post a comment.