ახალციხელი ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსი გაიმართა. თავისუფალ თემაზე შექმნილი ცხრა ნამუშევრიდან სამი საპრიზო ადგილის მფლობელი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებითა და გუბერნიიით დაკომპ;ექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია. კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადდა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს. პირველი ადგილის მფლობელს ფოტოაპარატი გადაეცა, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი სიმბოლური საჩუქრები.