ადიგენის ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2 წლისა და 2 თვის შემდეგ, მათ შეძლეს თავიანთი სიმართლის დამტკიცება და უზენაესმა სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ სცნო. ,,ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანებს განაცდური, 9 თვის ანაზღაურება მისცენ. ხოლო მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, მოარული ზიანის ანაზღაურებასაც მოვითხოვთ“, – განაცხდა ზურაბ ჩილინგარაშვილმა. ინფორმაცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.