”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„IDS ბორჯომი–საქართველომ” მიტარბში ხელოვანები შეკრიბა

ჟურნალისტები, ბლოგერები მწერლები, მხატვრები და ფოტოგრაფები ბორჯომის ხეობაში, სოფელ მიტარბში კომპანია „IDS ბორჯომი–საქართველომ“ შეკრიბა. მონაწილეების შეხედულებები მიტარბის პროექტის იდეას დაემთხვა, ამიტომ ზღვის დონიდან 1 320 მეტრზე, იქ სადაც მინერალური წყალი ,,მიტარბი“ მოიპოვება, ხელოვანები და ჟურნალისტები პროექტის ,,მოდი ვნახოთ მიტარბის“ ფარგლებში გაერთიანდნენ.

გარემო იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელოვანმა იდეები საკუთარ შემოქმედებაში ასახოს – ამბობენ ისინი, ვინც მინერალური წყლის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ვისთვისაც ინსპირაციის წყარო მიტარბი და გარემო იყო. მწერლები დაწერენ, მხატვრები დახატავენ, ფოტოგრაფები ფირზე ასახავენ, ჟურნალისტები და ბლოგერები კი ეცდებიან, რომ მიტარბის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამდე სწორად მივიდეს.

,,არის ტრადიციები, რომელსაც ჩვენ ვერ გადაუვალთ“ – აღნიშნა მწერალმა გურამ პეტრიაშვილმა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მასპინძლობა მოუწონა.

ბორჯომის ხეობის სტუმრებმა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მსგავსი პროექტის განხორციელება ზამთარშიც სთხოვეს. მარხილებით გასეირნება მიტარბს ხელოვანებისთვის მისტიურს, ტურისტებისთვის კი უფრო მხიარულს და მიმზიდველს გახდის – ფიქრობენ პროექტის მონაწილეები.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე