სიმონ პარუნაშვილის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მართლმსაჯულების ორგანოს უმაღლეს ინსტანციას,საქმის განსახილველად ბოლო ვადა 23 სექტემბრამდე ჰქონდა.
“დარწმუნებული ვიყავი, რომ უზენაესი სასამართლო, სააპელაციოს განაჩენს არ განიხილავდა” – აღნიშნა “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში სიმონ პარუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, მისი მოადგილე რატი ტატალაშვილი და ადიგენის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ჯემალ იაკობიძე უდანაშაულოდ ცნო.
სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი ბრალდების მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გულგრილობაში ედებოდათ.
You must be logged in to post a comment.