ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე ველურად ამოსული კანაფი გაანადგურეს.
აქცია „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ეგიდით მოეწყო.
ახალციხის რაიონული პროკურორის თქმით, მსგავსი სახის აქტივობები მოზარდებისათვის მნიშვნელოვანია, რათა დანაშაულის პრევენციის შემცირება მოხდეს. რა არის დანაშაული და როგორ უნდა მოხდეს მისი თავიდან აცილება, სამომავლოდ რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები, აღნიშნულ საკითხებზე სკოლის მოსწავლეებს ლექციებს ჩაუტარებენ.