ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ბადრი შავაძეს საცხოვრებელი სახლი და პირუტყვის სადგომი მთლიანად დაეწვა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საქონლის გადარჩენა. დამწვარია 20–მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
მოხის ტერიტორიულ ერთეულში გამგეობის წარმომადგენლის გიორგი მეტრეველის ინფორმაციით, ცეცხლი, დაახლობით, ღამის 01:30 საათზე გაჩნდა
“სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე, თითქმის 40 წუთში გამოცხადდა, მაგრამ ხანძრმა სახლი და ბოსელი მანამდე გაანადგურა. ზამთრისთვის თივა ჰქონდათ მომარაგებული და ცეცხლი შენობებს უცებ მოედო” – აცხადებს “მეცხრე არხთან” გიორგი მეტრეველი.
ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტრო–გაყვანილობიდან გაჩნდა.
ადიგენის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაზარალებულს იმის ფარგლებში დაეხმარება, რისი საშუალებაც გამგეობას აქვს.
You must be logged in to post a comment.