„დღე ავტომობილების გარეშე“ –ამ სახელწოდებით გამართულ საერთაშორისო აქციას, ახალციხელებიც შეუერთდნენ. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივებს დღევანდელი დღის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ახალგაზრდებმა ავტომობილების მფლობელებს ქალაქში მანქანით გადაადგილებისგან დღეს თავის შეკავებისკენ მოუწოდეს და ალტერნატიული საწვავის გამოყენება ურჩიეს. აქცია ახალციხის ახლაგაზრდული ცენტრის ორგანიზებით , სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტის ფარგლებში ბიულეტინები დაიბეჭდა, რომლებიც ადგილობრივებს დაურიგდათ. სიმბოლური მწვანე ლენტები კი ახალგაზრდებმა ავტომობილის მძღოლებს დაურიგეს. აღნიშნული დღე 2000 წელს ევროკომისიამ დააარსა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფომაციით, ეკოლოგიურმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად საფრანგეთში აიღო.