”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიაში მეორედ გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში სამი საკონკურსო ნამუშევარი შევიდა

ახალციხის მერიის მიერ, მეორედ გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში სამი საკონკურსო ნამუშევარი შევიდა. განაცხადის ავტორები ამ დროისთვის უცნობია.

ქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ესკიზებს კომისია ხუთი დღის განმავლობაში განიხილავს და საუკეთესოს დედაქალაქში გააგზავნის.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის სიმბოლოებისათვის კონკურსი მეორედ 20 აგვისტოს გამოცხადდა. პირველი კონკურსის დროს შერჩეული ორი ესკიზი ჰერალდიკის საბჭომ დაიწუნა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 23/09/2015 by in ახალი ამბები and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე