”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამი შშმ პირი ყიფშიძეების ოჯახში და მოხსნილი სოციალური დახმარება

ბოლაჯურელი მაია ყიფშიძე, რომელსაც სამი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავს, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ სოციალური დახმარება, გაურკვეველი მიზეზის გამო, სამი თვეა შეუწყვიტეს. მოზარდებს მუდმივი მეთვალყურეობა და მოვლა სჭირდებათ, ამიტომ მაია ყიფშიძე მუშაობას ვერ ახერხებს.

სოციალური დახმარებისა და შვილების პენსიის გარდა, ყიფშიძეების ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩია. მაია ყიფშიძემ ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით არაერთხელ მიმართა, თუმცა, აღნიშნულს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილების მოვლაში, მაია ყიფშიძეს ხშირად მეზობლებიც ეხმარებიან.

ყიფშიძეების ოჯახს სოციალურ პრობლემებთან ერთად, არც საკუთარი სახლი გააჩნიათ. დიასახლისი ამბობს, რომ წლების წინ ბოლაჯურში საცხოვრებელი დაენგრათ, რის გამოც იძულებულნი გახდნენ სოფელში ერთ–ერთ მიტოვებულ შენობაში შესახლებულიყვნენ. მაია ყიფშიძის თქმით, შშმ შვილების პენსია არ ყოფნით, რადგან მათ ყოველდღიურად მედიკამენტებიც ესაჭიროებათ.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყიფშიძეებს კიდევ ერთი პრობლემა დაემატათ. მარტოხელა დედა უსახსრობის გამო საშეშე მერქნის შეძენას ვერ ახერხებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე