”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საკირესა და აწყურში უკანონო ხე–ტყე და სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

12004080_1319345704746511_7058664429576719601_nგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის თანამშრომლებმა ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის ტერიტორიაზე უკანოდ მოპოვებული ოთხი კუბური მეტრი მრგვალი მორი აღმოაჩინეს.

ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, უკანონო სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსო ნაგებობაში ჰქონდა განთავსებული.
სამართალდამცველებმა საამქრო დალუქეს და საფინანსო სააგენტოში გადაიტანეს .

შედგენილია შესაბამისი აქტები.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 16/09/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე