”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ნაციონალები” ,,ოცნების“ მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მე–13  სხდომა ხმაურით დაიწყო. მმართველი და ოპოზიციური პარტიის წევრები რამდენიმე საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი მე–7 ცვლილება გააპროტესტეს. ეს არის ხელისუფლება რომელიც ზრდის მოსახლეობის ჯარიმებს და ამცირებს სოციალურ ხარჯებს – განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების საპასუხოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ სხვადასხვა სფეროებში ეკონომიის ხარჯზე 80 ათასი ლარი დაიზოგა. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში განმარტებას სოციალურ პაკეტზეც აკეთებენ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც საკრებულოს წევრების ნაწილმა გააპროტესტა, გამგეობაში 7 შტატის დამატება იყო. გამგებლის განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამსახურში ცალკე განყოფილება ჩამოყალიბდა, სადაც 3 ახალი შტატი შეიქმნება. ვალეში, ურაველსა და სხვილისში გამგებლის წარმომადგენლებს თითო თანაშემწე დაენიშნებათ. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კი 1 პოზიცია დაემატება. აღნიშნული საკითხის განხილვისას ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივას გამოეხმაურნენ და შტატების გაზრდა ნეპოტიზმად შეაფასეს.

,,საზოგადოება მალე გაიგებს ყველა იმ კორუფციული გარიგების შესახებ, რაც დღეს ახალციხეში ხდება“ –აცხადებენ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ოპოზიციის წარმომადგენლები ,,ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 16/09/2015 by in პოლიტიკა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე