ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლებმა საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია გამხმარი ბალახისგან გაასუფთავეს და სანიაღვრე არხები გაწმინდეს.
სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ქუჩის მთელი ტერიტორია დასუფთავდა. გიორგი ლონდარიძემ აღნიშნა, რომ ზარზმელის ქუჩაზე ნაგვის მანქანა კვირაში ორი დღის ნაცვლად, უკვე დღეში ორჯერ დადის. გარდა ამისა, დამატებულია ნაგვის ურნებიც. მისივე თქმით, დასუფთავების აქცია სხვა ქუჩებზეც მოეწყობა.