”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების შესახებ იმსჯელეს

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციით თავი დაიმკვიდროს, რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების კუთხით, რა ტექნიკური ბარიერები შეიძლება შეგვხვდეს ვაჭრობის პროცესში,  – ამ და სხვა საკითხებზე ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. თემაზე „საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“  უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა იმსჯელეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ხელმძღვანელობა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანები დაესწრნენ.

სემინარი ახალციხეში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსა და პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ორგანიზებით გაიმართა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე