”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართება

axalcixe18 სექტემბერს  10:00 საათზე სამცხე-ჯავახეთის მხარე  დევიზით – “ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა…  ჩვენი პასუხისმგებლობა…” დასუფთავების საყოველთაო აქციას შეუერთდება.  მასში მონაწილეობას მიიღებენ მხარის მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სამსახურების, საჯარო სკოლების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.  ადგილებზე აქციების ორგანიზებაში გამგებლებს დახმარებას პროექტის კოორდინატორები და მწვანეთა მოძრაობის აქტივისტები გაუწევენ .

უკვე მე-5 წელია საქართველო  მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობს სახელწოდებით, „დავასუფთავოთ მსოფლიო“ (CleanUptheWorld), რომელიც 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP)ინიციატივით დაფუძნდა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას ემსახურება.

კამპანია ყოველი წლის სექტემბერის თვეში ტარდება და მასში 135-მდე ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, კამპანიის ჩატარებას ორგანიზებას უწევს პროექტ „დავასუფთავოთ საქართველოს“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე