გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები და ხე–ტყე აღმოაჩინეს. კერძოდ, სოფელ დგვარში – მოქალაქის ავტოფარეხში უკანონოდ მოპოვებული მრგვალ მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი); ახალდაბასთან – მოქალაქის ავტომობილის ძარზე განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი); სოფელ ყვიბისში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხი საამქრო და12 ცალი მრგვალი მორი, ხოლო სოფელ ტაძრისში პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) იქნა აღმოჩენილი.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სახერხი დანადგარები სამართალდამცველებმა დალუქეს და საფინანსო სააგენტოში გადაიტანეს.
ფაქტებთან დაკავშირებით, შედგენილია შესაბამისი ოქმები.
You must be logged in to post a comment.