”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობამ პირველკლასელების საჩუქრებისთვის 1 800 ლარი დახარჯა

სასწავლო წლის დაწყება თემის საჯარო სკოლის მოსწვალეებს ახალციხის  გამგეობის წარმომადგენლებმა  მიულოცეს. საჯარო მოხელეები მუნიციპალიტეტის 32 სკოლას ესტუმრნენ და პირველკლასელებს სასკოლო ინვენტარი გადასცეს.

ახალციხის გამგებლის თქმით,  საჩუქრებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  1 800 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლიდან ოთხი სოფლის – ანის, წინუბნის, ხეოთისა და თისელის   საჯარო სკოლებს პირველკლასელები არ ჰყავს. წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველ კლასში 181 მოსწავლე მივიდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე