”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბანკ ,,რესპუბლიკაში” აგროსესხებზე აქციაა (R)

სპეციალურად ფერმერებისათვის ბანკ ,,რესპუბლიკაში” ახალი აქცია დაიწყო. სამეურნეო  სეზონის მოახლოებასთან ერთად, მათ საფინანსო ორგანიაცია აგროსესხებს განსაკუთრებული პირობებით სთავაზობს. სხვა ბანკებისაგან განსხვავებით, ბანკი რესპუნლიკა აგრობიზნესში დასაქმებულ პირებს პირად საჭიროებებსაც, კერძოდ: სამომხმარებლო თუ იპოთეკურ სესხებსაც უფინანსებს.  დაბალი საპროცენტო განაკვეთისა და გამარტივებული პირობების გარდა,  ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აგროშემოსავალი აქვს, სესხის აღების შემთხვევაში ბანკი “რესპუბლიკა” ასაჩუქრებს. 300 ლიტრამდე ,,ვისოლის” საწვავი უფასოდ ყველა იმ პირს გადაეცემა,  რომელიც 3 000 ლარზე მეტ სესხს გამოიტანს.

გოჩა ვეშგური ერთ-ერთია იმ ფერმერთაგან, რომელმაც ბანკ ,,რესპუბლიკაში” აგროსესხი დაბალი საპროცენტო განაკვეთით აიღო და აქციის ფარგლებში საწვავითაც დასაჩუქრდა. 20 000 დოლარით მან პირველ ეტაპზე საკალმახის მშენებლობა დაიწყო, სამომავლოდ კი რძის გადამამუშვებელი საწარმოს გახსნას გეგმავს. ამბობს, რომ მეუნეობის განვითარების მიზნით, სესხს ისევ აიღებს, რადგან ბანკ “რესპუბლიკას”  შეთავაზებები მის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ფერმერის  თქმით, მისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს  წარმოადგენს ისიც, რომ საფინანსო ორგანიზაციაში სესხის მიღება მარტივად ხდება და მომხმარებელს კვალიფიციური პერსონალი ემსახურება.

იმისათვის, რომ  მსურველებმა აგროსესხი სასურველი პირობებითა და დაბალი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ, ბანკ ,,რესპუბლიკაში”  რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო. სესხის მიღებასთან დაკავშირებით, გაკეთებული განაცხადის შემდეგ, მომხმარებელს საკრედიტო ექსპერტები ემსახურებიან. ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომელი, ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი ბაქარ ლონდარიძე ამბობს, რომ აგროსესხის  მსურველ მომხმარებელთა რიცხვი მათთან  ყოველდღიურად იზრდება, რადგან პროცედურა მარტივი და მათთვის მოსაღებია.  ამ ეტაპზე, სერვის-ცენტრმა თანხა მესაქონლეობის, მემცენარეობისა და სხვადასახვა ტიპის საწარმოების მშენებლობისთვის გასცა. შესაბამისად,  აქციის ფარგლებში, მომხმარებლებმა საწვავის გარკვეული ოდენობა ბანკისგან საჩუქრად მიიღეს.

ბანკ “რესპუბლიკაში” აგროსსესხებზე აქცია აგვისტოს თვეში დაიწყო. ახალციხის სერვისცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული აქციით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს წლის ბოლომდე შეეძლებათ. მომხმრებლები სესხს სურვილის მიხედვით, დოლარსა და ეროვნულ ვალუტაში მიიღებენ. ძირითადი საშუალებებისა და მარაგის შესყდვის მიზნით, მათ შეუძლიათ სესხი 2 000-დან 200 000-მდე დოლარის ან მისი ექვივალენტით ლარებში აიღონ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე