”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე სასმელი წყალი დაბინძურებულია

ახალციხეში ხანძთელის, პეტრიწის, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე, წყლის ხარისხი შემოწმდა. აქედან, ორი დასახლების წყალში, ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, დარღვევები დაფიქსირდა. რუსთავლის ქუჩიდან აღებულ წყლის სინჯებში – ბაქტერიები ხოლო, კოსტავას ქუჩის სასმელ წყალში ამიაკის დიდი ოდენობა აღმოჩნდა, რომელიც შესაძლოა წყალში ფეკალური მასების შერევით იყოს გამოწვეული.

კვლევის შედეგები „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მედიის წარმომადგენლებს ბრიფინგზე გააცნეს. ახალგაზრდების თქმით, ორგანიზაციამ სინჯების ასაღებად, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს მიმართა, ხოლო სასმელი წყლის შემოწმება ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში მოხდა.

ბრიფინგზე გაჟღერდა, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ორ ქუჩაზე სიტუაცია არ გამოსწორდება, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალგაზრდული ჯგუფის წევრები სხვა ზომებს მიმართავენ.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ მათ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც კვლევის შედეგები იყო დატანილი.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე