თამარაშვილის ქუჩის 2 ნომერში მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, სავალი ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები, დამონტაჟდა განათებები. სკვერის განახლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 968 ლარი დაიხარჯა.
“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად შესრულებულია, 1 000 მ2 გაკეთდა მოსახლეობის მოსასვენებელი ადგილი. გაზონის მოსაწყობად დაითესა კოინდარის ჯიშის ბალახი და დაირგო ათი ვერცხლისფერი ნაძვის ხის ნარგავი“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გელვასი გელაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 2004 “ შეასრულა.
You must be logged in to post a comment.