”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნინოწმინდაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11921811_1708520842703336_499921487458742668_oნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია საავტომობილო გზის მშენებლობა სოფელ განძაში. სოფლებში ეშტიასა და სათხეში მიმდინარე სამუშაოებს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამშენებლო კომპანია შპს „ჯავახ-ავტოგზის“ წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტროტუარების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენის დაგება.

აღნიშნულ სოფლებში არსებულ გზებს რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობისათვის განახლებული გზით გადაადგილება და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება გაცილებით მარტივი და კომფორტული იქნება.

ნინოწმიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 488 000 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი გზის ოთხ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 09/09/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე