”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შალვა აბულაძე დაზარალებულებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

shalva abuladzeახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულძე განცხადებას აკეთებს. ბრალდებული თავს  ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს. იგი საპატიმროში არსებულ პირობებზე საუბრობს.  მისი თქმით, თავდაპირველად, სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვა. გარკვეული დროის შემდეგ კი ისიც დაეხა.

“მთელი ზაფხული “პროსტინით” გავატარე. ამიტომ ვერ მოვდიოდი პროცესებზე. ტანსაცმელი სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ ჩამაცვეს “ – აცხადებს  შალვა აბულაძე.

ბრალდებული მედიასაშუალებებს სწორი ინფორმაცის გავრცელებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ იგი ყოველთვის საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა და ამას მომავალშიც გააგრძელებს.

შალვა აბულაძე გარდაცვლილის ოჯახებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, რადგან ბრალდებულის თქმით, ისინი  მას მკვლელს უწოდებენ.

ბრალდებული საკუთარ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარების უფლებას ითხოვს:

“იმ შემთხვევაში თუ მომცემთ იმის საშულაებას, რომ ჩემს ყველა საქმეზე გამოძიება თავად ჩავატარო და მექნება პროკურორის თანაბარი უფლება, პირობას გაძლევთ, რომ სასამართლო სხდომები ისტორიული მოვლენა იქნება” – აცხადებს ბრალდებული.

აბულაძე ირწმუნება, რომ ბადრაგმა ავტომობილში სცემა, რის გამოც სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ბრალდებული პროცესზე გრძელი  ფრჩხილებითა და წვერით გამოცხადდა. იგი ირწმუნება, რომ თავის მოვლის პირობები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელების მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული შალვა აბულაძე ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომას პირველად ესწრება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე