”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რატი დემეტრაძის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა

rati demetradzeხევაშენში ბესო ენდელაძის საქმესთან დაკავშირებით, ფაქტის  შეუტყობინებლობაში ბრალდებულის რატი დემეტრაძის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ  განიხილა და ძალაში დატოვა.  დემეტრაძის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ  პროკურატურა დემეტრაძეს ხევაშნელი ბესო ენდელაძის  მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 376–ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, რატი დემეტრაძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მან დანაშაული აღიარა, ორ წლიანი პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეეცვალა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე