ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება ბრალდებული. დარბაზში მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. საქმეს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი განიხილავს.
დღეს სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, რადგან პროცესზე დასასწრებად ადვოკატებისა და ბრალდებულის დროული ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. შალვა აბულაძის საქმის არსებითი განხილვა 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
ბრალდებული სასამართლო სხდომებს ამ დრომდე არ დასწრებია. დაცვის მხარის მტკიცებით, იგი საპატიმროში რთულ პირობებში იმყოფება. ადვოკატის განმარტებით აბულაძე პროცესებს ვერ ესწრებოდა, რადგან არ ჰქონდა ტანსაცმელი და იყო მოუწესრიგებელი.
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალი ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი სამართალდამცველის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
You must be logged in to post a comment.