გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში უკანონო სახერხი აღმოაჩინეს, რომელიც თავდაპირველად დალუქული იყო სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახერხზე დადებული ლუქი გაწყვეტილი და დაზიანებულია. ასევე, სახერხზე განთავსბეული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი 7,7მ3.
სამართალდამცველებმა უკანონო სახერხი აღმოაჩინეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეშიც, სადაც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ორივე შემთხვევაში, სახერხი დანადგარების დემონტაჟი მოხდა.
You must be logged in to post a comment.