”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს

11960031_490902937754118_3298549792824827933_nბორჯომში “საპატიო მოქალაქეები” დააჯილდოვეს. ტიტული მიენიჭათ: ბორჯომელ თეიმურაზ ლომთაძეს – ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, უმაღლესი დონისა და უამრავი საერთაშორისო დამსახურების მქონე ექსპერიმენტატორს;

ასევე, ბორჯომელ ვერა გელაშვილს – საქართველოს სპორტის დამსახურებულ მუშაკს, ეროვნული კატეგორიის მსაჯს მძლეოსნობაში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორს. იგი 52 წელია ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას, აქედან 25 წელი ბორჯომის სასპორტო სკოლას ხელმძღვანელობდა. ამჟამად,  მუშაობას მე–4 საჯარო სკოლაში აგრძელებს;

გოჩა ტყეშელაშვილს– ეროვნული მედიაპროექტის “ეტალონი”–ს წამყვანს. როგორც ბორჯომის ამინისტრაცია განმარტავს, იგი ქალაქის მეგობარი და გულშემატკივარია.

ჯილდო ასევე მიიღო, პოეტმა რეზო ამაშუკელმა.

ბორჯომის საპატიო მოქალაქეები ტრადიციულ სახალხო დღესასწაულზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ  დააჯილდოვეს.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 02/09/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე