ახალციხის საკრებულოს რიგით მე-12 სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა დეპუტატებს მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ზაზა მელიქიძემ 2014–2015 წლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაურა.
ზაზა მელიქიძის თქმით, სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გამგებლის თქმით, 2015 წლის ბოლომდე მაღალმთიანი სოფლების ნაწილში მოწესრიგდება გზები. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში აშენდება საბავშვო ბაღები. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.