გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. სოფელ ზანავთან კი სამართალდამცველებმა, მორიგი პატრულირების დროს, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ავტომანქანაზე ნახევრად გადამუშავებული ხე-ტყე იყო დატვირთული. ასევე, ბაკურიანში სოფელ ანდეზიტში უკანონოდ მოპოვებული, დაჭრილი ხე-ტყე აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. მორიგი პატრულირების დროს სამართალდამცველებმა სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარედ, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 21 ცალი მრგვალი მორი აღმოაჩინეს.
შედგენილია შესაბამისი აქტები.
You must be logged in to post a comment.