ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხ-საამქრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული სახერხი-საამქრო დალუქეს.
სამართალდამცველებმა უკანონო სახერხ-საამქრო და პირველადი გადამუშავების პროდუქტი(ფიცარი) აღმოაჩინეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის სარდაფში. დალუქულია
აღნიშნული სახერხ-საამქროც.
უწყების ინფორმაციით, ორივე ფაქტზე შედგენილია შესაბამისი აქტები.
You must be logged in to post a comment.