”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტაბაწყურის ტბაზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

Untitledგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მორიგი პრევენციული ღონისძიების გატარებისას, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტაბაწყურის ტბაზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერთა ჯგუფი ტაბაწყურის ტბაზე  კანონმდებლობით აკრძალული საშუალებით – 20 მეტრის სიგრძის სახლართი ბადით თევზაობდა.

ბრაკონიერებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს და კანონდარღვევის ჩადენის იარაღების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს. საბოლოოდ, სამართალდამრღვევებმა კანონდარღვევის ჩადენის იარაღები, მოპოვებული თევზი და კიბორჩხალა  ჩამოერთვათ.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 29/08/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე