”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენისa და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 30 პირმა ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 8041 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 18 ჭურვი, სხვადასხვა სახის 77 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი, 8 გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“, 400 გრ ტროტილი, 25 ამფეთქი ფალია, 4 საკვამლე კოჭა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის 9 ამფეთქი და 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 29/08/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე