გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მორიგი პატრულირების დროს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 14 ცალი მრგვალი მორი აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, მორების მესაკუთრის ვინაობა დაუდგენელია. შედგენილია შესაბამისი აქტი.
You must be logged in to post a comment.