”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გორელოვკაში, საქონლის ქურდობაში ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ

გორელოვკაში მცხოვრები ვლადიმერ გორგაძის საქონლის ქურდობისათვის პოლიციამ ბრალი მისსავე ოჯახის წევრებს  დასდო. მას შემდეგ, რაც დაკარგული ორი ხარი მოხუცმა თავად ვერ იპოვნა, ნინოწმინდის პოლიციას მიმართა. მეორე დღეს კი გორგაძემ დაკლული საქონელი მიტოვებულ ბოსელში ნახა და სამართალდამცველებს ამის შესახებაც შეატყობინა. ამბობს, რომ ადგილზე დაკლული საქონლის მხოლოდ თავები და შიგნეულობა იყო დარჩენილი. აღნიშნულთან დაკავშვირებით, ნინოწმინდის პოლიციაში ვლადიმერ გორგოძე ჩვენების მისაცემად დაიბარეს. რის შემდეგაც დაკითხვაზე წაიყვანეს მისი შვილი და ორი სიძეც. 8 საათიანი ლოდინის შემდეგ პოლიციამ ხარების ქურდობაში ბრალი გორგოძის ოჯახის წევრებს დასდო.

ვლადიმერ გორგაძის შვილი და სიძე ამბობენ, რომ დაკითხვისას, ნინოწმინდის პოლიციის თანამშრომლები მათზე ძალადობდნენ. მათივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ეუბნებოდნენ, რომ ბრალი ეღიარებინათ.

გორგაძეები ამბობენ, რომ აჭარიდან ჩამოსახლების შემდეგ თავს მესაქონლეობით ირჩენენ, ორი ხარის დაკარგვით კი ოჯახმა მნიშვნელოვნად  იზარალა. ფაქტის შესახებ ყვებიან მათი მეზობლებიც.

ნინოწმინდის პოლიციაში აღნიშნულ საქმესტან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 , ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

საქონლის ქურდობასთან დაკავშირებით გორგაძეები სამართალდამცველებისგან ყურადღებვასა და ფაქტის სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ. მათი თქმით, ძრალი დიდია, ამიტომ მას რეაგირება სწორად უნდა მოჰყვეს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე