”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კარწახის საბაჟო სექტემბრის ბოლოს გაიხსნება

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა. მეზობელი რეგიონის, არტაანის ხელმძღვანელი პირები, მეგობრული ურთიერთობის გამყარების მიზნით, ახალციხეს ესტუმრნენ. ორ მხარეს შორის შეხვედრა ადმინისტრაციულ შენობაში შედგა. პირველმა პირებმა სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც მეზობელი მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც კარწახს ესაზღვრება, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება.

გარდა ამისა, თურქული მხრიდან ცვლილებები განხორციელდება ვალის საბაჟოზეც, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან თურქეთში იმპორტი შესაძლებელი გახდება.

შეხვედრაზე, ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხად განიხილეს ორი რეგიონის ტურისტული პოტენციალიც. არტაანის გუბერნატორის თქმით, მათ მხარეში ჩასული ტურისტები სამცხე–ჯავახეთსაც ესტუმრებიან და აქ არსებულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ორი მხარის პირველმა პირებმა ვარძიის ისტორიული კომპლექსი მოინახულეს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე