”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, პენსიონერებისათვის საქველმოქმედო აქცია იმართება

საქველმოქმედო აქცია პენსიონერებისათვის– არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს პენსიონერთა კავშვირის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განყოფილება სამედიცინო პრეპარატებს უფასოდ გასცემს. მათ სამედიცინო დაწესებულება ,,ავერსიდან“ 21 დასახელების მედიკამენტი მიიღეს, რომლის დარიგებასაც სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით გეგმავენ. აქციაში ჩასართავად, მსურველები ორგანიზაციის წევრებს უნდა დაუკავშირდნენ, რომელთა ოფისიც ახალციხეში ყოფილი გამგეობის შენობის მე–6 სართულზეა. რის შემდეგაც პენციონერები კავშირის წევრად დარეგისტრირდებიან და წლის განმავლობაში სხვადასხვა დახმარებას მიიღებენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე