”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

1 200 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 91 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცემა. სამთავრობო პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების აზომვითი საკადასტრო ნახაზების მომზადება მიმდინარეობს.  პროცესის შემდეგ, აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტებისათვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ახლებური წესით რეგისტრაცია მოხდება.

სოფელ გორელოვკაში აჭარიდან მოსახლეობა 2005 წლიდან ჩამოვიდა. მათ ის საცხოვრებელი სახლები დაიკავეს, რომლებშიც გასულ წლებში დუხობორები ცხოვრობდნენ. ამ დრომდე მათ ფართი მფლობელობაში ჰქონდათ, უახლოეს მომავალში კი როგორც საცხოვრებელ სახლს, ასევე, გარკვეული ოდენობის მიწის ფართობსაც დაიკანონებენ.

სამინისტროს პროექტი, საქართველოს მთავრობამ  2015 წლის 18 მაისს  დაამტკიცა. მის  ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები სოფელ გორელოვკაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დათვალიერეს.

ნინოწმინდაში აზომვითი სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც პროცესი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 1 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე